როდესაც ქალს აქვს უფლება მოახდინოს საკუთარი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზება-ის არის ძლიერი და შეუძლია თავისუფალი არჩევანის გაკეთება
გოგონათა და ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობა გლობალური მასშტაბით შემაშფოთებელია: მსოფლიოში, 225 მილიონ ქალს უნდა რომ ჰქონდეს (მაგრამ მისთვის არ არის ხელმსიაწვდომი) კონტრაცეფცია; დაახლოებით 800 ქალი იღუპება ყოველდღიურად ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან.
ქალების შესაძლებლობა, აკონტროლონ საკუთარი სხეული და ჰქონდეთ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა – საცხოვრებელი ადგილის, შემოსავლისა თუ ეთნიკურობის მიუხედავად – მათი ფუნდამეტური უფლებაა.
როცა ახალგაზრდა ქალმა იცის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ, როცა შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს როდის ჰქონდეს სექსი ან გახდეს თუ არა დედა, როცა ის დაცულია სექსუალური ძალადობისგან – მაშინ მას შეუძლია სრულად გააცნობიეროს სხვა ისეთი უფლებებიც, როგორიცაა: განათლების, მუშაობის ან, პოლიტიკური აქტივობის უფლება.
ჩვენ გვჭირდება, რომ უფრო და უფრო მეტმა გოგონამ და ახალგაზრდა ქალმა სრულად გაიაზროს საკუთარი პოტენციალი და შეძლოს თავისუფალი არჩევანის გაკეთება.
ქალები და გოგონები ბევრი ბარიერის წინაშე დგანან საკუთარი სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების დაცვის გზაზე: დისკრიმინაცია, სტიგმა, ტრადიციები, და.ა.შ.
პროგრესი კი ძალიან ნელია მაშინ, როცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების გაუმჯობესებას შეიძლება ტრანსფორმაციული ეფექტი ჰქონდეს არა მხოლოდ ქალებზე, არამედ მათ ოჯახებზე, საზოგადოებაზე.
ამიტომაც, თანასწორობის მისაღწევად ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ აქტიურად, რათა დავიცვათ ქალთა და გოგონათა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები.
ავტორი: თამთა კახაბერიძე
წყარო: globalfundforwomen.org